logo
ENG


თოლორაია: EU-ს კითხვარი პირდაპირ გვეკითხება ჟურნალისტების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე
  • 373ნახვები

საქმის მასალებს არ ვიცნობ და ცხადია, ფაქტობრივ გარემოებებს ვერ შევაფასებ. თუმცა, ბუნებრივად ჩნდება კითხვები: რატომ ახლა? რატომ მაინც და მაინც თავისუფლების აღკვეთა?

ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს არა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას, არამედ სხვა, ნაკლებად მკაცრ არაერთ სასჯელს - ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას.

როცა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დაწყებიდან რამდენიმე წელია გასული და პირს (რომლის პატიმრობაში ყოფნის საჭიროება ამდენი წელია არ/ვერ იქნა დანახული) უნიშნავ ყველაზე მკაცრ სასჯელს (თავისუფლების აღკვეთას) ცხადია, არ ტოვებ კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს. მით უფრო, გაუგებარია 220-ე მუხლის 2 ეპიზოდიდან ერთზე - თავისუფლების აღკვეთის, ხოლო მეორეზე - ჯარიმის გამოყენება.

ევროკავშირის კითხვარი პირდაპირ გვეკითხება, არის თუ არა ქვეყანაში გამამტყუნებელი განაჩენი ჟურნალისტების წინააღმდეგ და არის თუ არა რაიმე ზომები მიღებული უკანონო სამართლებრივი დავებისგან ჟურნალისტების დასაცავად.

მაშინ, როცა ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ამის გაკეთება არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

წერს Facebook-ზე ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა