logo
ENG


ვოლკერი: ვფიქრობ, EU საქართველოს მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა გარკვეული პირობებით
კურტ ვოლკერი
04 ივნ, 2022 19:54
ვოლკერი: ვფიქრობ, EU საქართველოს მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა გარკვეული პირობებით
  • 822ნახვები

დიდი ხნის განმავლობაში, საქართველო დანახული იყო, როგორც წამყვანი რეფორმატორი, წამყვანი წვლილის შემტანი NATO-ს ოპერაციებში და სავარაუდო ქვეყანა, რომელიც იქნებოდა ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. მაგრამ ეს მხოლოდ აღქმა იყო იმის, რომ საქართველო წინ ეფექტურად მიიწევდა, ახლა  სიტუაცია შეიცვალა.

ომმა უკრაინაში ყველას აიძულა ეფიქრა უფრო სერიოზულად და მეტი ბევრად რთულ შემთხვევაზე, რომელიც უკრაინაა - ბევრად დიდი ქვეყანა, მეტი მოსახლეობა, მეტი პრობლემებით კორუფციასთან დაკავშირებით წარსულში და ა.შ. მაგრამ ახლა ხალხი უკრაინას უფრო სერიოზულად აღიქვამს. ესაა შანსი საქართველოსთვის.

23-24 ივნისს ევროკავშირს ექნება სამიტი, სადაც ისინი კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ უკრაინას იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა გააგრძელებს რეფორმებს. ვფიქრობ, ისინი ასევე შესთავაზებენ სტატუსს საქართველოსა და მოლდოვას, თუმცა მხოლოდ გარკვეული პირობებით და ეს ის შესაძლებლობაა, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს.

იმავენაირად უკრაინას მოეთხოვება, რომ გააგრძელოს რეფორმებს ეკონომიკაში სასამართლოში, კანონის უზენაესობის კუთხით, ყველაფერი რასაც ევროკავშირი მოითხოვს. საქართველომ უნდა გააკეთოს ზუსტად იგივე, რასაც უკრაინა გააკეთებს, მიჰყვეს იმავე ნაბიჯებს, რათა არსად ჩამორჩეს და ფეხი აუწყოს ამ პროცესს.

თუ მომავალზე ვისაუბრებთ და ომის დასასრულს შევხედავთ, მე არ მჯერა, რომ ევროპაში უსაფრთხოება NATO-ს გარეშე არსებობს. NATO აუცილებელია ყველა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ამას გვიჩვენებს ფინეთისა და შვედეთის მაგალითი. ვფიქრობ, უკრაინის NATO-ს წევრობა დღის წესრიგში დაბრუნდება, როცა ომი დასრულდება და ვფიქრობ, საქართველო ამ მოძრაობის ნაწილიც უნდა იყოს. ეს ის მომენტია საქართველოსთვის, როცა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც შეუძლია, რათა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, გაატაროს ეკონომიკური რეფორმები ევროკავშირის მიმართულებით და მზად იყოს ერთ დღეს ორივე ინსტიტუციის წევრობისთვის.

განაცხადა NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში პოლიტიკა Bloomberg-თან ერთად.



ასევე ნახეთ
close დახურვა