logo
ENG


მაიკლ მაკკოლი: საქართველოს მთავრობის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს პუტინთან სიახლოვე
  • 865ნახვები

საქართველო არაა ნატოში, არც მოლდოვა არაა ალიანსში. ეს მე მათ მიმართ თანაგრძნობას მიჩენს, რადგან ისინი მოწყვლადნი არიან რუსული საფრთხის წინაშე. მოლდოვაში ვიზიტით ვიყავი და შევხვდი პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ არაფერი არ უშლის ვლადიმირ პუტინს ხელს რომ იქ შეიჭრას და ქვეყანა დაიკავოს. ამიტომ ის რომ ევროკავშირი მოლდოვას მიღებაზე საუბრობს ძალიან მნიშვნელოვანია, და ეკონომიკური კუთხით ეს მათ ძალიან დაეხმარება. მე მაწუხებს რომ საქართველოს ამ მოცემულობიდან გამოტოვება მიწევს.

2008 წელს, როცა პუტინი საქართველოში შეიჭრა და ქვეყნის 20 პროცენტი დაიკავა, როცა მან ყირიმი დაიკავა და დონბასში შევიდა, მსოფლიო ხმას არ იღებდა და მისცეს მას საშუალება ამის გაკეთების. ეს შეცდომა იყო.

არ უნდა დაუშვა, რომ შიშველმა აგრესიამ უპასუხოდ და შედეგების გარეშე ჩაიაროს. [პუტინმა] იცოდა რომ შეძლებდა თავის დაძვრენას, და ვფიქრობ 2014 წელმა გზა გაუკვალა იმას რასაც ის დღეს აკეთებს.

ვფიქრობ [საქართველოში] დემოკრატია დასუსტდა. პუტინმა და რუსეთმა ქვეყნის 20 პროცენტი დაიკავეს. თუმცა, თუ ჩვენ ვაპირებთ რომ დემოკრატია დავაწინაუროთ [გლობალურად], უნდა დავიცვათ თავისუფლება და დემოკრატია ამ რეგიონში. და მივესალმები ევროკავშირის რეზოლუციას მოლდოვასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს საქართველოს საკითხსაც გადახედავენ. საქართველო ნატოში არაა და ძალზედ რთულ ვითარებაშია. თუ პუტინს გამოუვა შავი ზღვის მთლიანად გაკონტროლება და ოდესის დაკავება, შემდეგი ორი ქვეყანა რომელსაც საფრთხე დაემუქრება, ნამდვილად საქართველო და მოლდოვა იქნებიან. ეს იქნება [პუტინის] ექსპანსიური გეგმების შემდეგი ნაწილი...

თუ რუსული გავლენა ისეთია, რომ ევროკავშირი ვერ განიხილავს მის გაწევრიანებას, ეს ნამდვილად პრობლემაა. მსგავსი პრობლემა უკრაინაშიც გვქონდა წარსულში. რამაც ითამაშა როლი იმაში, მიგვეცა თუ არა მათთვის ნატოში გაწევრიანების უფლება. იქ იყვნენ პრეზიდენტები, რომლებიც რუსეთის მარიონეტები იყვნენ, პრობლემა იყო კორუფცია. სამწუხაროდ, ჩანს რომ საქართველოც, სავარაუდოდ, მსგავს მდგომარეობაშია. [საქართველოს მთავრობის] ინტერესებში არ უნდა შედიოდეს პუტინთან სიახლოვე და მისი მოკავშირეობა. მათ ინტერესებში არ უნდა იყოს, საკუთარი რისკის ფასად ამის გაკეთება, რადგან ეს რუსეთის მიერ [საქართველოს] დაპყრობით დასრულდება.

განაცხადა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა ლიდერმა მაიკლ მაკკოლმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა