logo
ENG


მაჭარაშვილი: უპასუხოს ელჩმა, ივანიშვილს შეხვედრისას პოლიტიკაში დაბრუნება ხომ არ შესთავაზა
  • 500ნახვები

მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი და პრინციპში ეს შეხვედრა არ უარყო არც შეერთებული შტატების ელჩმა, აქ არსებობს ძალიან ლეგიტიმური კითხვა - ამ 3 საათის განმავლობაში, ხომ არ ჰქონდა კითხვა ელჩს, მაგალითად მთავრობასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება ხომ არ გამოთქვა, მათ შორის ომთან დაკავშირებით და სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულების გამო, ხომ არ იყო ეს კითხვა და ამის შემდეგ ხომ არ იყო ერთგვარი შეთავაზება, მისთვის, ანუ ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ანუ მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად ერთმა მხარემაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, მეორე მხარემაც - შეერთებული შტატების ელჩმა დაადასტურეს, რომ ეს შეხვედრა შედგა, თან ბუნებრივია, ეს შეხვედრა ემთხვევა ომის მდგომარეობას, ბუნებრივია ამ დროს ხომ არ იყო ეს შეთავაზება ელჩის მხრიდან ბატონი ბიძინას მიმართ, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში ან მანამდე ხომ არ გამოთქვა ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება იმის გამო, რომ სანქციები ვერ დავაწესეთ გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო და აი ამ კითხვებზე კარგი იქნებოდა თუ ელჩი გასცემდა პასუხს.  

აცხადებს ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით. 

გუშინ გამოქვეყნებულ წერილში, ივანიშვილმა პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა, მმართველი გუნდი ომის საფრთხის გადალახვის გამო შეაქო და მოუწოდა, სტრატეგიულ პარტნიორებთან მუშაობას მეტი ყურადღება დაუთმონ. ამავე წერილში, ივანიშვილმა დაადასტურა, რომ 21 მარტს აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა