logo
ENG


სამუშია ვენეციის კომისიაზე: ოცნებამ მიიღო სამართლებრივი არგუმენტი, უკანონობის დაკანონება სურთ
  • 447ნახვები

ქართული ოცნება ჯერ საუბრობდა, რომ თურმე არანაირი სამართლებრივი არგუმენტები არ მოუსმენია, რომ ვეტო არ უნდა დაძლიონ თუნდაც მოსმენების კანონთან დაკავშირებით. ამაზე მეტი სამართლებრივი არგუმენტი და მაღალი ინსტიტუციის მოსაზრება რა შეიძლება იყოს. უკანონობის დაკანონება სურთ, ისედაც ხომ უსმენენ უკანონოდ, მაგრამ ახლა უკანონობის კანონად ქცევა სურთ. 

 

აცხადებს პარტია ლელო - საქართველოსთვის წევრი ლევან სამუშია ვენეციის კომისიის დასკვნაზე.

მოსმენების კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ 26 აგვისტოს გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა. კომისია აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა