logo
ENG


ლინკევიჩუსი: დრო გადის შესაფერისი მთავრობის ლოდინში - საჭირო მომენტი კანდიდატობაზე გაგეპარათ
  • 445ნახვები

მიმაჩნია, რომ საქართველოს გზა ყოველთვის ევროატლანტიკური სივრცისკენ იყო. ის რაც საჯაროდ არის გაცხადებული და ყველაფერი რაც კეთდება, ამ სტრატეგიული ამოცანისკენ უნდა იყოს მიმართული. ეს პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს, რაც სამწუხაროდ არ ხდება. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც რომ დრო არ არის თქვენი მოკავშირე. ძალიან ბევრი დრო იხარჯება ამ შიდა გარჩევებში და იმის მოლოდინში როდის მოვა შესაფერისი მთავრობა. ეს ქვეყნისთვის დაკარგული დროა და ამის შედეგებს უკვე ვხედავთ - თუნდაც კანდიდატობასთან მიმართებაში. ეს შანსი გაუშვით - არა სამუდამოდ, რამდენადაც, თუ რეკომენდაციებს შეასრულებთ ეს ძალაში რჩება, მაგრამ ფაქტია რომ საჭირო მომენტი ერთხელ უკვე გაგეპარათ.

საქართველო ყოველთვის ლიდერი იყო ასოცირების პროცესში. დამკვიდრებული ტერმინიც კი იყო, ახლა კი ვხედავთ, რომ ეს ლიდერობა დასრულდა, თან ისე რომ სასურველი შედეგი მიღწეული ვერ იქნა და ეს პრობლემაა. სტრატეგიულად მოგებაში რუსეთია... მათი ამოცანაა აკონტროლონ ეს სივრცე როგორც საკუთარი უკანა ეზო. ამ ქვეყნებს არ აღიქვამენ როგორც სუვერენულ სახელმწიფოებს. ახლა კრემლი სწორედ ამ გზით მოქმედებს, ამიტომ ის რაც საქართველოში ხდება რუსეთისთვის გამარჯვებაა, თუმცა აცნობიერებ, რომ ეს მუდამ ასე ვერ იქნება, რადგან საქართველო კვლავ განაგრძობს სვლას იმ გზაზე, რაც მათთვის სასურველი არის, თუმცა ნათელია რომ კრემლისთვის ეს დიდი მიღწევა იყო.

განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა