logo
ENG


კინზინგერი: უკრაინა საბოლოოდ გაიმარჯვებს, მნიშვნელოვანია, დასავლეთმა იარაღით დაუჭიროს მხარი
  • 681ნახვები

ირანის დრონები ურტყამს სამოქალაქო შენობებს, ამას აკეთებდა ჰიტლერი მეორე მსოფლიო ომის დროს რაკეტების გაშვებით. პუტინს სასო აქვს წარკვეთილი. იგი ცდილობს, რომ უკრაინაში მაქსიმალურად გაუშვას ცოცხალი ძალა, გვამებით მოფინოს ქვეყანა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ როგორ იბრძვის უკრაინა, ნათელია, რომ უკრაინა მას არ გაამარჯვებინებს. უკრაინა საბოლოოდ გაიმარჯვებს, უმნიშვნელოვანესია დასავლეთმა მხარი დაუჭიროს იარაღით. ისინი იბრძოლებენ, ჩვენ იარაღს მივაწვდით. უკრაინის მოკავშირეებისთვის მნიშვნელოვანია განაცხადონ, რომ ისინი უკან არ დაიხევენ... [...]

ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ შიშში. პუტინმა იცის, რომ ბირთვული იარაღის გამოიყენებს იდეა საშიშია და ფიქრობს, რომ თუ ჩვენ დაგვაშინებს, ჩვენ უკან დავიხევთ. მე არ ვფიქრობ, რომ მას სურვილი აქვს ან გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ,რომ თუ გააკეთა ეს, ნებისმიერი სარგებელი, რომელსაც ფიქრობს რომ მიიღებს ამით, განადგურებული იქნება NATO-ს შეტევებით. თუ ჩვენ მსხვერპლი აღმოვჩნდით ამ შიშის და მივეცით საშუალება, რომ ამ შიშმა იმუშაოს, იგი გამოიყენებს ამ შიშს თავის შეტევებისთვის, მაგალითად საქართველოს წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებულ შტატებს ცივი ომის დროს არასდროს ეშინოდა ბირთვული საფრთხის და არც ახლა გვეშინია.

განაცხადა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა