მესამე პრეზიდენტი. რაის მესამე პრეზიდენტი? იყო დიქტატორი და მკვლელი. მესამე პრეზიდენტი კი არ არის სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილი არის პირველი მკვლელი და დიქტატორი. 100 კაცს მარტო წელიწადში კლავდა ციხეებში, 500 კაცი შესწირა მარტო აგვისტოს ომს ავანტიურით და ღალატით და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას სადაც ჩაწერა, რომ ქართულმა არმიამ დაიწყო ის ომი. ამას უწოდებთ თქვენ მესამე პრეზიდენტს, მესამე პრეზიდენტი კი არა პირველი ავანტიურისტი და მკვლელია სინამდვილეში. ამიტომ არის ღირსი რომ 6-წლიანი სასჯელი მოიხადოს, რაც აქვს შეფარდებული მართლმსაჯულების მიერ და აცალეთ სასჯელის მოხდა. დამთავრდა.
განაცხადა ქართული ოცნების თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ.