logo
ENG


ბოკუჩავა: 25-ში დილიდან პარლამენტთან ვიყოთ, მსოფლიო ნახავს, რომ ხალხი არ ეგუება რუსულ რეჟიმს
  • 216ნახვები

დღეს, ჩვენი მთავარი ფოკუსი, მთავარი აქცენტი, მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ. მათ შორის, ხვალ რესპუბლიკის მოედანზე, 21:00-ზე და მსვლელობით წავალთ პარლამენტისკენ. შემდეგ დავრჩებით პარლამენტის ტერიტორიაზე, იმისთვის, რომ 25 ნოემბერს, დილიდან ვიყოთ იქ [პარლამენტთან] და მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ ნახოს, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება რუსულ რეჟიმს. 

თქვა ფორმულასთან ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, რომელიც გმირთა მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა