logo
ENG


ზელენსკი: რუსეთი ცდილობს ბერლინის კედლის აშენებას უკრაინასა და ევროპას შორის
  • 518ნახვები

მრავალი წლის განმავლობაში პოტსდამის მოედანს "ჭრიდა" ბერლინის კედელი. ფორმალურად ის ყოფნა დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინს. ის ყოფდა თავისუფალ სამყაროს და ტოტალიტარულს. და საუბარი არ მაქვს მხოლოდ სახელმწიფო საზღვრებზე. კედელი ყოფდა განსხვავებულ მსოფლმხედველობას, ფილოსოფიას, განსხვავებულ ღირებულებებს. დღეს ასეთივე კედლის აშენება სურს რუსეთს უკრაინაში - კედლის, რომელიც გაგვყოფს ევროპასთან, რათა უკრაინა საკუთარ მომავალსა და არჩევანს განარიდოს. კედლით, რომელიც გაყოფს თავისუფლებასა და მონობას, გაყოფს სიცოცხლის ქონის უფლებასა და სარაკეტო თავდასხმებს, გაყოფს განვითარებაზე და ნანგრევებს, რომლებსაც რუსეთი თავის მერე ტოვებს. კედელს ცივილიზაციასა და ტირანიას შორის. კულტურა და კინო შესაძლოა იყოს პოლიტიკის მიღმა, თუმცა არა მაშინ, როცა ეს არის აგრესიის პოლიტიკა, არა მაშინ, როცა ეს არის მასობრივი დანაშაულების, მკვლელობების, ტერორის და სხვა ქვეყნებისა და ერების განადგურების სურვილის პოლიტიკა. არა მაშინ როცა ეს ტოტალური ომის პოლიტიკაა. ანუ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა

 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებისადმი. 



ასევე ნახეთ
close დახურვა