logo
ENG


წულუკიანი რუსულ კანონზე: გამჭვირვალობა არასამთავრობო სექტორისთვისაც გაჯანსაღების გზაა
  • 439ნახვები

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სექტორში გამჭვირვალობა. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები უნდა იყოს გამჭვირვალე და ამისთვის 2013 წლიდან არაერთი ძალიან მკაცრი კანონი მივიღეთ აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების სტრუქტურებისათვის, ვფიქრობ, ეს იყო გამართლებული და აუცილებელი. ჩვენ ასევე კერძო სექტორის გამჭვირვალობისთვისაც არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ბიზნესსაქმიანობას, თანამშრომლობითა და მათთან ურთიერთობის საფუძველზე. ამიტომაც არის ამ ქვეყანაში კორუფციის რისკები მაქსიმალურად შემცირებული. ამას მე არ ვამბობ, ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი და ახლა ჯერი არასამთავრობო სექტორზეა, რომელიც, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ითანამშრომლებს და დათანხმდება იმას, რომ გამჭვირვალობა არის მათთვისაც გაჯანსაღების გზა ფინანსური ანგარიშვალდებულების ფორმით, რადგან საზოგადოების მართვაში როცა ხარ ჩართული და როცა სახელმწიფოს მართვის პროცესში გინდა მონაწილეობის მიღება, როგორც ხელისუფლებას, ისე არასამთავრობო სექტორს გვევალება საბაზისო და ელემენტარული გამჭვირვალობა, რომ არ ვთქვა – კარგი ხარისხის გამჭვირვალობა. ამიტომ ამაში მე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. კანონი საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს, მე როგორც ვიცი, რამდენიმე ვერსიაა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს, ეს გახდება შემდგომ ცნობილი. ახლა ამაზე არ ვმსჯელობთ, ახლა ვმსჯელობთ იმაზე, გვინდა თუ არა ყველას ერთად, რომელ სექტორსაც არ უნდა წარმოვადგენდეთ, საზოგადოების წინაშე გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსულ კანონპროექტზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა