logo
ENG


ზურაბიშვილი: ძალადობას ამართლებენ ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია აქვთ
  • 421ნახვები

ემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, ამის სხვადასხვა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივი სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, მორალურად, მითუმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევებში, ფემიციდის ტრაგიკული შემთხვევითაც სრულდება. ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერ თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი. 

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. 

სალომე ზურაბიშვილი ბოლო დღეებში POSTV-ის პროპაგანდისტების მიერ ქალების მიმართ აგორებულ კამპანიას გამოეხმაურა.



ასევე ნახეთ
close დახურვა