logo
ENG


კობახიძე: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში
  • 784ნახვები

სამწუხარო ის არის, რომ პრეზიდენტი ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში, რომელსაც წარმართავს რადიკალური ოპოზიცია. თქვენ გახსოვთ იგივე პარლამენტის კედლებში მის მიერ გაკეთებული განცხადებები. ეს ძალიან სამწუხაროა. იმედი დავიტოვოთ, რომ მომდევნო შემთხვევაში ის სხვანაირ განცხადებების გააკეთებს. თუმცა არ ვიცი, რამდენად შეიძლება გვქონდეს ამ კუთხით ოპტიმიზმის საფუძველი. დაველოდოთ, ვნახოთ როგორი იქნება მისი პოზიცია. იმედია ის არ გააგრძელებს იმ ხაზს, რომელიც ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის იმ ხაზს, რომელიც ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

 

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ცნობით, ბრიუსელში ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს. ზურაბიშვილის თქმით, მან ოფიციალური წერილი ევროპარლამენტის პრეზიდენტისგან, რობერტა მეცოლასგან 27 აპრილს მიიღო.



ასევე ნახეთ
close დახურვა