logo
ENG


ღარიბაშვილი: მნიშვნელოვანია, გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რათა ჯერ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ
  • 484ნახვები

სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყანა არის ნაწილობრივ, დროებით ოკუპირებული, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ ევროკავშირის, NATO-ს წევრი ქვეყანა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რომ ამ მეტად არაპროგნოზირებად გარემოში ჯერ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, გადავარჩინოთ და უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის, ხალხის ინტერესებზე. ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ შევინარჩუნეთ, განვამტკიცეთ მშვიდობა და ამ მიმართულებით მიგვყავს ჩვენი ქვეყანა გაერთიანებისკენ.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩავიდა.

 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა