ტერორისტების ეს თავდასხმა ადასტურებს, რომ მათი სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, არ არის მხოლოდ ჩვენი ხალხის სიცოცხლე... იმ პორტებში, რომლებზეც დღეს რუსმა ოკუპანტებმა თავდასხმა განახორციელეს, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახებოდა... ზუსტად ის რაოდენობა, რაც უნდა მიეწოდებინათ აფრიკისა და აზიის ქვეყნებისთვის. პორტის ტერმინალში, რომელიც ღამით ყველაზე მეტად დაზარალდა რუსული ტერორისგან, ჩინეთში გადასაზიდად განკუთვნილი 60 000 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია ინახებოდა. რუსული ტერორი ყველას ეხება, ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს.
ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში რუსი ოკუპანტების მიერ ოდესის პორტზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას.
19 ივლისს რუსულმა ძალებმა ოდესაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.