logo
ENG


ზელენსკი: უკრაინის ცის დასაცავად დაახლოებით 160 F-16 გვჭირდება
  • 303ნახვები

დღეს შეთანხმება გვაქვს სამომავლო 50-60 თვითმფრინავის შესახებ. საერთო ჯამში, ჩვენ დაახლოებით 160 გამანადგურებელი გვჭირდება, რათა ძლიერი საჰაერო ფლოტი იყოს, რომელიც რუსეთს ცაში დომინირების საშუალებას არ მისცემდა. ახლა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს პროცესი დაიწყო, თუმცა ცოტა გვიან, რადგან უკრაინას ცის ჩაკეტვა ომის პირველივე დღეებიდან სურდა. F-16-ები საჭიროა არა კონტრშეტევისთვის, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობისა და მარცვლეულის დერეფნის დასაცავად. ჩემი ვარაუდით, F-16-ები უკრაინის ცაზე მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება, რაც პილოტებისა და ინფრასტურუქტურის მომზადების გრძელ პროცესს უკავშირდება.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.



ასევე ნახეთ
close დახურვა