logo
ENG


ღარიბაშვილი: შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს, აშშ-ს თავისი
  • 684ნახვები

ბუნებრივია, ქვეყნებს შორის არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენთვის ამერიკა არის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკის. ასევე, მინდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა, ხანდახან შეიძლება იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები ქვეყნებს შორის, ეს ბუნებრივი პროცესია, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს, ამერიკას, რა თქმა უნდა, თავისი მიზნები და ინტერესები აქვს. არსებობს საკითხები, რაზეც გარკვეული სხვადასხვა მოსაზრებებია, ეს ნორმალური პროცესია, ჩვენ ამაზე ვთანხმდებით, რომ არ არის რაღაც ანომალია, არანორმალური მოცემულობა, მაგრამ მთავარია, რომ დიალოგი იყოს ჯანსაღი, იყოს გულწრფელი კომუნიკაცია. ჩვენ არავისთან არაფერი არ გვაქვს დასამალი, არავითარი დაფარული დღის წესრიგი საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია არცერთ საკითხთან მიმართებაში.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა