logo
ENG

25 ნოემბერი, 2020 | 12:06
"ცხოველების ფერმა" - აქტივისტებმა პარლამენტთან გოჭი მიიყვანეს

"ცხოველების ფერმა" - ამ სახელწოდებით პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან სიმბოლურად გოჭი მიიყვანეს.

მათი თქმით, ივანიშვილმა პარლამენტი სწორედ ცხოველთა ფერმას დაამსგავსა.

"ეს პერფორმანსი მოვაწყეთ წიგნის მიხედვით - ცხოველების ფერმა, სადაც ადამიანები გარიყეს ცხოველებმა ფერმიდან და ცდილობდნენ, ერთპიროვნული მმართველობის დამყარებას, როგორც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დღეს საქართველოში. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და ბოლომდე ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი პარალმენტში შესვლაზე უარს ამბობენ და ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა