საფრთხის შემცველი და დაუფიქრებელი ქმედება - ასე აფასებს ვაშინგტონი შავი ზღვის თავზე მომხდარ ინციდენტს. რუსული ავია-გამანადგურებელი ამერიკულ დრონს მიზანმიმართულად შეეჯახა და პროპელერი დაუზიანა. აპარატმა ოპერირება ვეღარ შეძლო და ის თვითონ ამერიკელებმა ჩამოაგდეს.