ლოს ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. სტიქია ისევ მძვინვარებს 5 რაიონში, სამაშველო ჯგუფებმა ზოგან ცეცხლის ლოკალიზება ნაწილობრივ შეძლეს. დაკავებულია პირველი ეჭვმიტანილი, რომელსაც ცეცხლის განზრახ გაჩენას ედავებიან. ლოს ანჯელესის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურმა ხანძარმა გაანადგურა 10 000-ზე მეტი შენობა. ზარალი 50 მილიარდ დოლარს აჭარბებს