რუსეთის მიერ უკრაინაში საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შემდეგ ბრიუსელში NATO უკრაინის საგანგებო სხდომა დაინიშნა. შეხვედრა სამშაბათს გაიმართება. ალიანსის გენერალური მდივანი კი უახლოეს დღებში უკრაინის საკითხის განსახილველად დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს. უკრაინა მსოფლიოს რუსეთის შესაჩერებლად რეაგირებისკენ მოუწოდებს. კრემლი ირწმუნება, რომ ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა, თუმცა უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით საუბარია საკონტინენტთაშორისო რაკეტაზე- კედარზე, რომელმაც ასტრახანიდან დნიპრომდე 15 წუთში მიაღწია.