logo
ENG

15 ოქტომბერი, 2024 | 20:15
ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგები

„უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის შეჩერებულია. ეს პირველი შემთხვევაა ამ ფორმატის ისტორიაში. გაუქმებულია თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები. შეჩერებულია კიბერუსაფრთხოების პროგრამა. ყველა ეს გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით გაერთიანებულმა სამეფომ მიიღო. 

ივანიშვილმა ურთიერთობები გააუარესა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პარტნიორთან. ელჩ გარეტ უორდის შეფასებით, ხელისუფლებამ კურსი შეცვალა. ფორმატებისა და პროგრამის შეჩერების მიზეზად გაერთიანებული სამეფო დემოკრატიის უკუსვლასა და ანტიდასავლურ რიტორიკას ასახელებს.    

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა