logo
ENG

15 ოქტომბერი, 2024 | 20:13
ევროპული სახელმწიფოების კრიტიკა

ავტორიტარიზმი, ევროინტეგრაციისთვის ჩახერგილი გზა - ოლიგარქის მმართველობის კრიტიკა არ წყდება ევროპის სახელმწიფოებიდან უმაღლეს დონეზე. ლუქსემბურგში დღეს ითქვა, რომ ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული მმართველობით ოცნება ევროპულ მომავალს ძირს უთხრის.

ოცნების კრიტიკით გამოირჩევა ევროკავშირის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოები გერმანია და საფრანგეთი. უმწვავესი რეზოლუციებისა და განხილვის შემდეგ ოლიგარქის მთავრობას მხილების მორიგი ტალღა ორ დღეში ელოდება, როცა ევროპულ საბჭოში ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან. რიტორიკის დონეზეც ივანიშვილის რეჟიმი სულ უფრო შორდება ევროპას და უახლოვდება რუსეთს.

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა