logo
ENG

18 ივლისი, 2024 | 20:44
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი

დიდ ბრიტანეთში ემანუელ მაკრონის ინიციატივით შექმნილი, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეოთხე სამიტი გაიმართა, რომელსაც 50 ლიდერი დაესწრო. მათ შორის იმყოფებოდა ირაკლი კობახიძეც. სამიტს პირველად უმასპინძლა ბრიტანეთის ახლად არჩეულმა პრემიერმა კირ სტარმერმა. დღის წესრიგში ევროპის კონტინენტზე არსებული გამოწვევები და უკრაინაში რუსეთის აგრესია იყო. სამიტზე სიტყვით გამოვიდა ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დასავლეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მინიშნებებით ილაპარაკა ვიქტორ ორბანის პუტინთან შეხვედრის შესახებაც. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით პუტინმა ვერ შეძლო ევროპის ერთიანობის დასუსტება, მაგრამ მცდელობებს არ შეწყვეტს. სამიტი უინსტონ ჩერჩილის დაბადების ადგილას, ბლენჰეიმის ისტორიულ სასახლეში გაიმართა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა