logo
ENG

19 დეკემბერი, 2024 | 20:39
ევროპის საბჭოს გენმდივნის ვიზიტი თბილისში

სასტიკად ნაცემ მოქალაქეებს და ჟურნალისტებს, მათ შორის გურამ როგავას შეხვდა დღის ბოლოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. ალან ბერსემ პირადად მოისმინა ოლიგარქის რეჟიმის მიერ დაგეგმილი ტერორის შესახებ. დადასტურდა, რომ თბილისში ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტიც ჩამოვა. ოპოზიციონერების თქმით, ვიზიტის მიზანი სწორედ ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევის შესწავლაა და ოცნება ვერ შეძლებს ევროპის საბჭოს წარმომადგენელთან შეხვედრა ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს. ბერსეს არ შეხვდა კოალიცია ცვლილებისთვის, ოპოზიციის ამ ნაწილს მიაჩნია, რომ ევროპის საბჭოს გენმდივანს რეჟიმის ტყვეები უნდა მოენახულებინა, ჰქონოდა მკაფიო გზავნილი.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა