რეჟიმი საგანგებო ზომებს იღებს, რომ სისტემა არ ჩამოეშალოს. დანაშაულის ნიშნებს ხედავენ სპეციალისტები კობახიძის კიდევ ერთ განცხადებაში - დღეს გაირკვა, რომ ამერიკის სანქცირებულ გომელაურსა და სხვა მოძალადეებს ბიუჯეტიდან ფინანსურად დაეხმარებიან.
ითქვა, რომ მოქალაქეების ჯიბიდან ანაზღაურდება ზარალი, რომელსაც სანქცირებული ჩინოვნიკები ამერიკაში გაყინული ქონებით მიიღებენ. ამ დრომდე უცნობია, ვინ რა მოცულობის დამალულ საკუთრებას ფლობს შეერთებულ შტატებში. ღია წყაროებში მსგავსი ინფორმაცია არ ჩანს. შესაბამისად უცნობია, რა ფასს გადაიხდის მოქალაქე მოძალადის კომპენსაციაში.