logo
ENG

25 ივლისი, 2024 | 20:24
ემიგრანტების ხმა არჩევნებზე - რისი ეშინია ხელისუფლებას?

რატომ ეშინია ქართულ ოცნებას ემიგრანტების? საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ხელისუფლებას საარჩევნოდ  ხელოვნური ბარიერების შექმნაში ადანაშაულებენ. მთავრობა ამ დრომდე არ სთანხმდება დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას; ამის გარდა, ემიგრანტები არ გამორიცხავენ, რომ მათ რეგისტრაციის ან სხვა ტექნიკური პრობლემები განგებ შეუქმნან. რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ შეძლონ. მიზეზი მარტივია, - ოჯახების სარჩენად საზღვარგარეთ წასული მოქალაქეების მასობრივი განწყობა ცნობილია და ის არ არის ქართული ოცნების მხარდამჭერი. ამიტომ ხელისუფლების კრიტიკოსებისთვის ნათელია, რომ მმართველი პარტია ყველანაირად ცდილობს, მისი საწინააღმდეგო ხმები არჩევნების შედეგებში არ აისახოს. ამ ფონზე ემიგრანტებს დახმარებას თვითორგანიზებული სამოქალაქო მოძრაობები უწევენ.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა