logo
ENG

25 ივლისი, 2024 | 20:09
თავდასხმა ჟურნალისტებზე

გამოიძიებს თუ არა ჟურნალისტებზე ფიზიკურ თავდასხმებს ხელისუფლება, რომელიც თვითონ არაერთხელ ყოფილა დადანაშაულებული ასეთი თავდასხმების წახალისებაში. დღეს, ორი სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებს ფიზიკურად ორ სხვადასხვა ადგილას გაუსწორდნენ. ორივე შემთხვევაში მიზეზი მათი პროფესიული საქმიანობა გახდა. მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა სოფელ სუფსაში მიაყენეს; ისინი ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით პოლიციელის დანიშვნის თემაზე მუშაობდნენ. ტვ მონიტორინგის გადამღებ ჯგუფს კი დიდუბის ავტოსადგურში მძღოლები გაუსწორდნენ რეპორტაჟის გამო, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს ეხებოდა.

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა