ყველაზე სამარცხვინო დღე ამსტერდამის ისტორიაში - ასე შეაფასა წუხანდელი თავდასხმები ებრაელ გულშემატკივრებზე ამსტერდამის მერმა. ქალაქში მაკაბისა და აიაქსის საფეხბურთო მატჩზე ჩასული 260 ებრაელი ადგილობრივი არაბების თავდასხმის სამიზნე გახდა. თამაშის დაწყებამდეც და მის შემდეგაც, ებრაელ გულშემატკივრებს თავდამსხმელები პირდაპირ ქუჩაში უსწორდებოდნენ. ნაცემია 30 ფანი. პოლიციამ 62 ადამიანი დააკავა. მომხდარის გამო ნიდერლანდების პრემიერმა ბუდაპეშტში ევროკავშირის ლიდერთა შეხვედრაში მონაწილეობა შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა.