ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოს კანდიდატის სტატუსის დაკარგვის რისკის წინაშე აყენებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირში სურს, უნდა გამოასწორონ არჩევნებზე გამოჩენილი პრობლემები. კანდიდატის სტატუსის შესანარჩუნებლად საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება.
დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიების გარეშე ევროკავშირი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს რომ არ აღიარებს, ეს თბილისში 8 ევროპული სახელმწიფოს მაღალი რანგის სტუმრებმაც თქვეს. არაღიარებული არჩევნები არამხოლოდ ევროინტეგრაციის გზას ხერგავს, არამედ იმ მიღწევასაც უქმნის საფრთხეს, რომლის მოპოვებასაც ათწლეულები დასჭირდა, ეს უვიზო მიმოსვლაა.