ორი ოპოზიციური კოალიციის პოლიტიკური განაცხადი. კოალიცია ცვლილებისთვის და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრები უარს ამბობენ მანდატებზე. მკაფიო პოლიტიკური პოზიცია ხელმოწერით დაადასტურეს და სიების ჩახსნის მოთხოვნით ცესკო-საც მიმართეს. კოალიცია ცვლილებისთვის კამერების წინაშე მსგავსი პირობის დადებისკენ მოუწოდებს სხვა პოლიტიკურ ძალებსაც.
როგორია კიდევ ორი ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალის პოზიცია? ძლიერმა საქართველომ დღეს ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ კოალიციის წევრები ცესკოსთვის მიმართვის განცხადებას წერენ. გახარიას გუნდისთვის კი ახლა სიის გაუქმების მოთხოვნით ცესკოსთვის მიმართვა პოპულისტური ნაბიჯია, მაგრამ ამავე დროს იმეორებენ, რომ ოლიგარქის პარლამენტს მათი ლეგიტიმაცია არ ექნება.