უკრაინა, როგორც საკვანძო პრიორიტეტი - ნატოს ახალი გენ მდივნის უმნიშვნელოვანესი განაცხადი კიევიდან. მარკ რუტემ დანიშვნიდან პირველივე უცხოური ვიზიტი უკრაინაში დაგეგმა, შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის. შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუტემ აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. რუსეთის შეჭრის შემდეგ მარკ რუტე ომში მყოფ ქვეყანაში მეხუთედ ჩავიდა. ის მკაფიოდ აცხადებს, რომ უკრაინას ალიანსის უწყვეტი მხარდაჭერა ექნება.