logo
ENG

08 ნოემბერი, 2024 | 19:51
მიტაცებული არჩევნები და საქართველოს საკითხი ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგში

სერიოზული ეჭვები არჩევნების გაყალბებაზე, საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობა - ევროკავშირის ლიდერები მოპარული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, ამის მოსმენა ოლიგარქის პრემიერს პირადად მოუხდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ეჭვებს გაყალბებაზე სერიოზული გამოძიება სჭირდება. რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი წართმეული არჩევნების საპასუხოდ, ეს შესაძლოა, დღესვე, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეკრებაზე გადაწყდეს. 

საქართველო ევროპას დაშორდა და რუსეთს დაუახლოვდა. კობახიძე უნგრეთიდან მძიმე გზავნილებით დაბრუნდა. არჩევნების შემდეგ იზოლაცია გაღრმავდა, ევროკავშირმა ხელისუფლებასთან კონტაქტები გაწყვიტა. ამ ფონზე ძლიერდება ქართველი ხალხისადმი ევროპის მხარდაჭერა. 11 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ჩამოვა. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა