logo
ENG

19 ივლისი, 2024 | 20:07
მსხვერპლით დასრულებული საპოლიციო დადევნება

ახალგაზრდა კაცის დაღუპვის საქმეზე პროკურატურამ პოლიციელი დააკავა. გამოძიება ამბობს, რომ საპატრულოს თანამშრომელი მოძრაობის უსაფრთხოების წესის ბრალდებით დააპატიმრა. ლაპარაკია ფაქტზე, რომელიც თბილისში, ყაზბეგის პროსპექტზე მოხდა, რასაც 19 წლის რევი დემეტრაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა კაცი მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, როცა საპატრულოს ეკიპაჟი დაედევნა, ის შეეჯახა საპატრულოს მეორე ავტომობილს. მთავარი შეკითხვაა, საპატრულოს ეს მეორე მანქანა მონაწილეობდა თუ არა დადევნების ოპერაციაში და გადაუკეტა თუ არა გზა ახალგაზრდა კაცს მიზანმიმართულად.

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა