საქართველოში უკანასკნელი დამოუკიდებელი ინსტიტუტის ფაქტობრივ გაუქმებას ელოდებიან. ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად მორჩილი დეპუტატი, ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ამით ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია მთავრდება. ახალი პრეზიდენტის არჩევა ხმოსნებს უწევთ. ეს ნიშნავს, რომ ოლიგარქი ამ თანამდებობაზე ყაველაშვილის დასმას არალეგიტიმური პარლამენტის გამოყენებით აპირებს. შესაბამისად, არალეგიტიმური იქნება პრეზიდენტიც. ყაველაშვილის დასახელებამ საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოგნა.