დაახლოებით ორი საათის წინ პარტიების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. ყველა სუბიექტს უკვე მიენიჭა საარჩევნო ნომერი, შემდეგი ეტაპი კი საარჩევნო სიების შედგენაა. თუმცა, მანამდე კიდევ ერთი ტექნიკური დეტალია გასარკვევი. ცესკოში პარტიების ნაწილი დამოუკიდებლადაც არის დარეგისტრირებული და ამასთანავე, სხვადასხვა გაერთიანების შემადგენლობაშიც შედის. რა ხდება ასეთ შემთხვევაში და როგორ იქნებიან ისინი წარმოდგენილი საარჩევნო ბიულეტენში?