პოლიციის მაღალჩინოსანზე თავდასხმის საქმეზე 3 დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. ინციდენტი სოფელ მეტეხში მოხდა. დაკავებულის ადვოკატი პოლიციელს სამსახურეობრივი იარაღის გამოყენებასა და პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. გამოძიების ვერსიით კი, ბრალდებულებმა არა მხოლოდ პოლიციელზე, არამედ მის ოჯახის წევრებზეც კი იძალადეს.