მოპარული არჩევნების სიმბოლო - თეთრი დროშა შავი ლაქით ევროპარლამენტში გაიშალა. სტრასბურგში შეხვედრებს მართავს ორი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი. ნიკა გვარამიამ და თინა ბოკუჩავამ ევროპელ პოლიტიკოსებს მიტაცებული არჩევნების შესახებ მტკიცებულებები გააცნეს. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ევროპარლამენტი საქართველოში არსებულ კრიზისზე რეზოლუციის მისაღებად ემზადება. 6 პროექტს შორის ერთ-ერთი კობახიძის, ივანიშვილის და კალაძის სანქცირებასაც ითვალისწინებს.