logo
ENG

27 ოქტომბერი, 2024 | 20:17
პროდასავლური ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავენ

ყურადღების ცენტრში პრეზიდენტის რეზიდენციაა. ზუსტად ერთ საათში ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილის განცხადება იგეგმება. მანამდე მასთან პროდასავლური ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს მართავენ. პარლამენტში შესვლაზე ღიად უარი თქვა კოალიციამ "ცვლილებისთვის", პარლამენტში არ აპირებს შესვლას "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - ამის შესახებ გადაწყვეტილება თინა ბოკუჩავამ ორბელიანების სასახლესთან დააზუსტა. სალომე ლაბაძემ მოისმინა პოლიტიკოსების კომენტარები. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა