logo
ENG

27 ოქტომბერი, 2024 | 20:24
ISDEF-ში აღნიშნავენ, რომ არჩევნები უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა

ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლების უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ასევე უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემებისა და მათი ნების კონტროლის ფაქტები - ასეთია ქართველი ხალხის ხმების მიტაცების სქემა, რომელზეც სამართლიანი არჩევნები საუბრობს. სადამკვირვებლო ორგანიზაციის თანაზმად, დარღვევების ერთობლიობამ შესაძლოა არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე. არჩევნები რომ მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე ჩატარდა ამაზე კიდევ ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია საუბრობს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრა უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა