logo
ENG

13 სექტემბერი, 2024 | 20:03
როცა რეჟიმი სამოქალაქო მოძრაობას პოლიტიკურ ძალად უთანაბრებს

ივანიშვილის სისტემა სამოქალაქო მოძრაობასა და პოლიტიკურ ძალას თანაბარ პირობებში აყენებს. პლატფორმა „აირჩიე ევროპას“ - პოლიტიკური პარტიისთვის გათვალისწინებულ კრიტერიუმებს უწესებენ და მასზე მკაცრი რეგულაციების გავრცელებას აპირებენ. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია და იგივე მიდგომა სხვა ორგანიზაციებზეც გავრცელდება. ანტიკორუფციულ ბიუროს სურს, სამოქალაქო ინიციატივის წევრთა საბანკო ანგარიშებსა და  ფინანსურ დანახარჯებზე სრული წვდომა მოიპოვოს. საბაბად პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში მაისის თვეში შესულ ცვლილებებს ასახელებენ, რომელიც სპეციალისტების შეფასებით,  ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. გადაწყვეტილება სამოქალაქო სექტორმა სასამართლოში გაასაჩივრა.

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა