logo
ENG

26 ივნისი, 2024 | 20:35
სასამართლო პროცესი სასტიკი მკვლელობის საქმეზე

ხმაურიანი პროცესი სასტიკი მკვლელობის საქმეზე - ვითარება სასამართლოში რამდენჯერმე დაიძაბა მოკლულის მამასა და ბრალდებულის ადვოკატს შორის. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ დანაშაული გენდერის ნიშნით არ ყოფილა ჩადენილი. მოკლული 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მშობლები კი ამბობენ, რომ დაკავებული ოთარ ცინდელიანის მხრიდან გოგო ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. გაიხსენეს კონკრეტული ფაქტიც. ახალგაზრდა ქალი მოკლულის სახლთან ახლოს, თხრილში იპოვეს. დაკავებამდე ბრალდებულმა მიმალვა სცადა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა