დაკავებულია საჯარო მოხელე. მერის წარმომადგენელი სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლებაშია ბრალდებული. ფორმულამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოამზადა რეპორტაჟი, რომელშიც ადგილობრივები მიწების უკანონო გასხვისებას აპროტესტებდნენ, მაგრამ მაშინ ნინიგორის მერის წარმომადგენელი, თორნიკე ციცვიძე ბრალდებას უარყოფდა.