logo
ENG

24 მაისი, 2022 | 20:26
სტოლტენბერგის განცხადება

„პრეზიდენტ პუტინს სურდა ნაკლები ნატო მის საზღვრებთან, ახლა კი ის იღებს მეტს ნატოს და მეტ წევრებს“- ასე შეაფასა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგი. ნატოს გენერალურმა მდივანმა კრემლის მიერ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენების ერთ-ერთ მაგალითად, 2008 წელს, საქართველოში შეჭრა დაასახელა. სტოლტენბერგის თქმით, ფინეთისა და შვედეთის მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ევროპული უსაფრთხოება ვერ იქნება ნაკარნახევი ძალადობითა და დაშინებით.

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა