logo
ENG

21 ივნისი, 2024 | 20:23
ტრეფიკინგის საქმე

ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული პირების წინააღმდეგ მტკიცებულებებში ჩანაწერები გამოჩნდა. აუდიოების რაოდენობა მოცულობითია. ბრალდების მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ. საქმეში სულ 4 ბრალდებულია, 4-ვე დაკავებულია, მათგან 1 დანაშაულის დაფარვაზე. ისინი ბრალს არ აღიარებენ. ეჭვია სავარაუდო მსხვერპლის მიმართ კიდევ ერთ დანაშაულზე, რაც პრეპარატების გამოყენებას უკავშირდება. გამოძიება ბრალის დასამძიმებლად ემზადება, რაც დამოკიდებულია ექსპერტიზის პასუხზე.

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა