logo
ENG

01 ოქტომბერი, 2024 | 20:08
ხელისუფლების მოულოდნელი უკან დახევა

რამ აიძულა ივანიშვილი უკან გაეტანა გადაწყვეტილება, რომელიც დამკვირვებლებზე დარტყმასა და შევიწროებას ისახავდა მიზნად. მთავრობას უარის თქმა მოუწია საკუთარ ნაბიჯზე, არასამტავრობო ორგანიზაციები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოეცხადებინა, ამით სადამკვირვებლო მისიების პარალიზება მოეხდინა და უკიდურესად გაეუარესებინა საარჩევნო გარემო. ეს შეფასდა როგორც მესამე სექტორისა და ამომრჩევლის გამარჯვება. 

პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადება დასტურია იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიურო და სასამართლო სრულად ემორჩილება მმართველი პარტიის ნება-სურვილს. ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები ამთავითვე აყენებდა კიტხვის ქვეშ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს. ოლიგარქის ხელისუფლების ქმედებას საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოჰყვა, დღეს კი მთავრობას ტავისივე გადაწყვეტილების უკან წაღება მოუწია. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა