logo
ENG

25 ოქტომბერი, 2024 | 20:54
ხვალ საპარლამენტო არჩევნებია

გარდამტეხ საპარლამენტო არჩევნებამდე 12 საათი რჩება. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ივანიშვილის პარტია ძალაუფლებას კარგავს. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ამომრჩევლის მაღალ აქტივობას. როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბოლო თვეების განმავლობაში, რამაც საზოგადოების განწყობებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. ქვეყანა არჩევნებამდე პერმანენტული აქციებით მივიდა. 2023 წელს რუსული კანონის მიღება პროტესტის ზრდის მიზეზი გახდა. შარშან მარტში ხალხის წინააღმდეგობამ შედეგი გამოიღო და ქართულ ოცნებას რუსული კანონის უკან წაღება მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის პირობების უმეტესობა არ შეასრულა, ქვეყანას მაინც მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. 

ევროკავშირმა ხაზგასმით თქვა, რომ კანდიდატის სტატუსი მისცა ქართველ ხალხს. რუსულ კანონზე უარიდან ერთი წლის თავზე ოცნებამ რუსული კანონი ისევ დააბრუნა დღის წესრიგში, რასაც კვლავ მოჰყვა საზოგადოების მასობრივი პროტესტი. უწყვეტი, ხანგრძლივი, ფართომასშტაბიანი აქციების მიუხედავად, დარბევების, ძალადობისა და რეპრესიული მეთოდების გამოყენებით ივანიშვილმა მაინც დაამტკიცებინა პარლამენტს კანონი, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციის გზას უკეტავს, გადაავადა მოლაპარაკებების გახსნა, საქართველო ჩამორჩა ამ გზაზე მოლდოვასა და უკრაინას. კანონის დამტკიცების შემდეგ ხალხმა და ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. ოპოზიციურმა პარტიებმა მოახერხეს გამსხვილება, ჩამოყალიბდა ოთხი ძირითადი პროდასავლური პოლიტიკური ცენტრი, რომელმაც ხელი მოაწერა პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ ქართულ ქარტიას, დოკუმენტი რეფორმებსა და ქვეყნის მიყვანას გულისხმობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნამდე. ხელისუფლებამ კი გააღრმავა კონფრონტაცია დასავლეთთან და მის მიმართ მტრული განცხადებები ყოველდღიურობად იქცა, რასაც საპასუხოდ სანქციები მოჰყვა.  

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა