logo
ENG

08 ივლისი, 2020 | 13:11
ჯანმო აღიარებს, რომ კორონავირუსის ჰაერით გადაცემა შესაძლებელია

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს, რომ კორონავირუსის ჰაერით გადაცემა შესაძლებელია. სპეციალისტები ამ დასკვნამდე მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ მივიდნენ.

მათი თქმით, ვირუსი შესაძლოა ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებით გავრცელდეს ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებზე, დახურულ, ან ცუდად განიავებულ სივრცეებში.

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ირწმუნებოდა, რომ ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება. იმ შემთხვევაში თუ ინფექციის ჰაერით გავრცელების ფაქტი საბოლოოდ დადასტურდა, ჯანმოს დახურულ სივრცეებზე რეკომენდაციების შეცვლა მოუწევს.

პარალელურად,  დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლის პროცედურა დაიწყო. მან გაეროსა და კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ამერიკა ჯანმოს რიგებიდან გადის.

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა