2 წელი სასტიკი ომიდან, შეცვლილი მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საზარელი რეალობა, რომელიც გარდაუვალად უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. 24 თებერვალი ჩვენი მოძმე ერისთვის უმძიმესი დღეა. 2 წლის წინ ზუსტად ამ დღეს, პუტინის სისხლიანი რეჟიმი უკრაინაში შეიჭრა და დღემდე ბავშვებს და ქალებს ხოცავს. ომის ქრონოლოგიას შაბათის ფორმულა უმძიმესი შინაარსის ინტერვიუებით აჯამებს, რომელიც მაყურებელს ამ დრომდე არ მოუსმენია. რა ხდებოდა რუსეთის შეჭრის დღიდან, უკრაინაში როგორ აწამებდა, კლავდა და ანაწევრებდა რუსული ჯარი მშვიდობიან მოსახლეობას. პუტინის სისხლიანი ომის სისასტიკე ადამიანების ტანჯვა-წამებაზე გადის. გაუპატიურებები, წამება დენისა და გაზის გამოყენებით, ამ და სხვა ენითაუწერელი დანაშაულების მთელ სერიას იტევს ეს მძიმე ორი წელიწადი.