logo
ENG

09 მაისი, 2023 | 20:30
9 მაისი და ევროპის დღე

წითელ მოედანზე დღეს ერთადერთმა ტანკმა ჩაიარა, ისიც მეორე მსოფლიო ომის დროინდელმა და სამუზეუმო ექსპონატმა. მოსკოვში არ გამოჩენილა მოდერნიზებული ტანკები, რომლითაც პუტინი თავს იწონებდა. ეს უკვე მეორე ცხრა მაისია, როდესაც კრემლი თარიღს შემცირებული მასშტაბით ხვდება, არადა, ჯერ კიდევ შარშან რუსეთში ვარაუდობდნენ, რომ უკრაინაში ომში გამარჯვებას პირველსავე ცხრა მაისს იზეიმებდნენ. მოსკოვში სტუმრიანობაც უღიმღამო იყო, პარალელურად, კიევში, ევროკომისიის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდებოდა.

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა